მეცადინეობა ტარდება მთელი დღის განმავლობაში ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენთვის მისაღებ დროს. გთავაზობთ როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ მეცადინეობას, სადაც ცხრილიცა და ინტენსივობაც თქვენთვის მისაღები განრიგის შესაბამისად დგება.
ზოგადი ინგლისური ენის კურსი
ინგლისური ენის ზოგადი კურსის ხანგრძლივობა 3-6 თვეს მოიცავს. მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ჯგუფური მეცადინეობის ხანგრძლივობა 2 საათით განისაზღვრება. კურსი ასევე გულისხმობს შუალედურ და ფინალურ ტესტირებებს.
მოკლევადიანი კურსები (35-45 საათიანი მასალა)
ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრი ასევე გთავაზობთ ESP (English for Specific Purposes) კურსების მრავალფეროვან არჩევანს. ეს კურსები მოიცავს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული ლექსიკური მარაგის, ფუნქციური ფრაზეოლოგიისა და შესაფერისი გრამატიკული თუ სხვა უნარ-ჩვევების ათვისებასა და გამომუშავებას.
- ინგლისური ენა საერთაშორისო ტურიზმისთვის
- ინგლისრური ენა სასტუმროებისა და მომარაგების ბიზნესისთვის
- ინგლისური ენა ბიზნესისთვის
- ინგლისური ენა სამედიცინო დარგშის მუშაკებისათვის
- ინგლისური ენა საერთაშორისო მოლაპარაკებისათვის
- ინგლისური ენა საერთაშორისო ფინანსებისა და საბანკო საქმისთვის
- ინგლისური ენა გაზისა და ნავთობის მოპოვებისა და წარმოებისთვის
- ინგლისური ენა ტელე-ოპერატორებისა და ტელევიზიის სხვა დარგის თანამშრომლებისათვის
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით