ტრენინგი და კონსულტაცია ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში
ETI ატარებს სპეციალურ კურსებს ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვისა და ასევე უსაფრთხოების სფეროში როგორც კავკასიისა და კასპიის ზღვის რეგიონში ისე მსოფლიო მასშტაბით.
ჩვენთან დასაქმებული ტრენერები და კონსულტანტები სრულად აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს, დაგროვილი აქვთ დიდი ცოდნა და გამოცდილება და ტრენინგის მონაწილეებს სთავაზობენ ხარისხიან და ღირებულ პროგრამებს.
ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ტრენინგი
ETI-ს გამოცდილი და კვალიფიციური ქართველი და უცხოელი ინსტრუქტორები წარმატებით ატარებენ სხვადასხვა ტრენინგს ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში იქნება ეს ხანძარსაწინააღმდეგო ზოგადი კურსი თუ კლიენტის საჭიროებას მორგებული რომელიმე სპეციალური პროგრამა მაგ. სამუშაო უფლება ან ტვირთამწეობის სამუშაოები.
კურსის ფარგლებში მსმენელი ასევე გაეცნობა ბრიტანული და ევროპის ქვეყნების საკანონმდებლო სისტემებს რათა ტრენინგის მონაწილეებმა შეიტყონ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ცვლილებელისა და სიახლეების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მისამართზე: Health, Safety and Environment
ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯმენტი
ETI და პარტნიორი კომპანიები გთავაზობენ სხვადასხვა ხანგრძლივობის კურსებს (ერთდღიანი კუსიდან ექვსკვირიან კურსამდე). ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მენეჯმენტის საერთაშორისოდ აღიარებული უახლესი კურსები. კურსები განკუთვნილია დამსაქმებელთათვის, ასევე მათი პერსონალისთვის, მენეჯერებისა და დირექტორებისთვის. ეს კურსებია - IOSH უსაფრთხოების მენეჯმენტი, NEBOSH უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის კურსები.
აღნიშნული კურსები დაგეხმარებათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება თქვენი თანამშრომლების ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვის დროს.
ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებში
ETI - ს პარტნიორი კომპანიები გთავაზობენ ტრენინგს გარემოს დაცვისა და გარემოს დაცვის მენეჯმენთან დაკავშირებით. ჩვენი კურსი აკრედიტებულია „Chartered Institute of Environmental Health“ მიერ.
ასევე გთავაზობთ ტრენინგს ISO14001 დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით და კონსულტაციებს გარემოს დაცვის საკითხებზე.
ხარისხის უზრუნველყოფა
ETI გთავაზობთ ტრენინგს ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით შიდა აუდიტით დაწყებული ISO9001 სისტემის დანერგვით დამთავრებული.
ETI ასევე გთავაზობთ კონსულტაციას ხარისხის მართვის საკითხებთან და აუდიტთან დაკავშირებით.
პირველადი სამედიცინო დახმარების კურსი
ETI პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს სერთიფიცირებულ ტრენინგს პირველადი დახმარების სფეროში კერძოდ პირველადი დახმარება სამუშაო აგილზე, პირველადი დახმარება პედიატრიაში, გადაუდებელი პირველადი დახმარება სამუშაო ადგილზე, ტრავმის აღმოჩენა და მოვლა.
ტრენინგი მძღოლებისათვის
საზღვარგარეთ მოშაობის პირობებში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული საფრთხე წარმოადგენს მნიშვნელოვან ასპექტს. ETI-ს პარტნიორი კომპანიები უზრუნველყოფენ ტრენინგს უსაფრთხო და ოღროჩოღრო ადგუილებში ავტომობილის მართვის კუთხით.
ასევე გთავაზობთ ამწეს, ჩანგლისებური მტვირთავის მართვისა და ექსპლუატაციის ტრენინგს.
რისკის მენეჯმენტი
ETI პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად დაინტერესებულ პირებს მათივე დაკვეთის საფუძველზე სთავაზობს სხვადასხვა ტრენინგებს:
- აქტივებისა და ობიექტის უსაფრთხოება
- უსაფრთხოებისა და დაცვის სამსახურის უზრუნველყოფა
- კონტროლის სიტემა
- მოვლენის (შემთხვევის) უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- სპორტული თამაშების უსაფრთხოების მენეჯმენტი
- საზღვარგარეთ მოგზაურობის (მივლინების) მომზადება
- მტრული გარემოცვის კონტროლი