სიგნოსის ინთერნეშენალ ჯორჯია ლიმითედის მიერ წარმოდგენილი ციფრული სწავლების პაკეტი განსხვავებული ფუნქციების მქონე ონლაინ პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი შეძლებს შეისწავლოს ინგლისური მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა. ამისათვის სტუდენტს დასჭირდება ინტერნეტ-პროვაიდერი და გამართული კომპიუტერი. პაკეტი ასევე მოიცავს ციფრული სასწავლო მასალის ფართო სპექტრს. შესაძლებელია დამატებითი სასწავლო მასალის ატვირთვა. პროგრამა საშუალებას აძლევს მასწავლებელს გამოიყენოს პერსონალური, სტუდენტის საჭიროებაზე მორგებული პროგრამა.
ციფრული სწავლების ეფექტურობის მაქსიმალიზაციისათვის აუცილებელია, ონლაინ კურსი შერწყმული იყოს ინდივიდუალურ გაკვეთილებთან. ასეთი გაკვეთილები ჩატარდება სკაიპით 3 საათი კვირაში. ამ დროს სტუდენტი მასწავლებლის დახმარებით შეძლებს გარკვეული სირთულეების ან მისთვის ძნელად გასაგები საკითხის დაძლევას ან ახლი მასალის გაცნობას, რომლის შემდგომი გამყარება მოხდება ციფრული პროგრამის დახმარებით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ციფრული სასწავლო პროგრამის პაკეტს:
- მომხმარებლის ხელთ არსებული 5,000 ონლაინ აქტივობა საშუალებას აძლევს მის მომხმარებელს გაიუმჯობესოს და ამავდროულად შეიმოწმოს ენის სრულყოფილად ცოდნისათვის აუცილებელი კითხვის, წერის, მოსმენის, საუბრის უნარ-ჩვევები. დახვეწოს გამოთქმა და გაიუმჯობესოს გრამატიკა. აქტივობები განსხვავებულია მომხმარებლის მიზნიდან გამომდინარე და იძლევა ზოგადი ინგლისური ენის შესწავლისა და ასევე IELTS, TOEFL, TOEIC და კემბრიჯის საერთაშორისოდ აღიარებული გამოცდებისათვის მომზადების საშუალებას.
- პლატფორმა აღჭურვილია elementary, pre-intermediate, intermediate, upper intermediate და advanced პროგრამებით. დონის დამდგენი ტესტის შემოწმება ხდება ავტომატურად და შეესაბამება ენების საერთო ევროპული ჩარჩოს მიერ გაგდენილ სტანდარტს. ყოველივე ზემოთ თქმული მიანიშნებს, რომ სტუდენტი შეიძლება დარეგისტრირდეს, გაიტესტოს და ჩაირიცხოს კურსზე ოფისში მოუსვლელად.
- პროგრამა საშუალება აძლევს მასწავლებელს შეარჩიოს ერთ-ერთი ტესტი 30 ნიმუშიდან. მასწავლებელს ასევე მიუწვდება ხელი 1,000 ტესტის სხვადასხვა ვარიანტზე და შეუძლია სწავლების სხვადასხვა ეტაპზე შეარჩიოს ტესტი სტუდენტის პროგრესისი შესამოწმებლად. მეტიც, წერისა და კითხვის უნარ-ჩვევებს მასწავლებელი ამოწმებს აუდიო ჩანაწერის დახმარებით.
- პროგრამის განახლება ხდება რეგულარულად რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს იხილოს რაღაც ახალი ყოველ ჯერზე. მას შეუძლია გაეცნოს და შეისწავლოს ახალი ლექსიკა უახლეს ტექსტებზე დაყრდნობით. ასეთი ტექტები და სტატიები გამოიცემა ყოველკვირეულად, სხვადასხვა სირთულისაა და სტუდენტის გატესტვის კარგ საშუალებას წარმოადგენს. მოკლე გრამატიკული ტესტის ატვირთვა ხდება ყოველდღიურად. ცალკეული დავალება ან ტესტი სტუდენტს შეიძლება გაეგზავნოს პირადად.
- მასწავლებელი უკავშირდება სტუდენტს სისტემაში ინტეგრირებული უსაფრთხო ტექსტური შეტყობინეთ. ეს კი საშუალებას აძლევს მასწავლებელს პასუხი გასცეს მომხმარებლის ნებისმიერ შეკითხვას, გაუგზავნოს საშინაო დავალება, გარკვეული ინფორმაცია ან შეტყობინება, მისცეს დამატებითი სამუშაო და ა.შ.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით