კემბრიჯის ინგლისური: Proficiency (CPE)
ეს კვალიფიკაცია ადასტურებს, რომ თქვენ საფუძვლიანად შეისწავლეთ ინგლისური და შეგიძლიათ სწავლა გააგრძელოთ ნებისმიერ ბრიტანულ უნივერსისტეტში. ყოველწლიურად 45,000 მეტი ადამიანი 80 მეტ ქვეყანაში აბარებს ამ გამოცდას.
კემბრიჯის ინგლისური: Advanced (CAE)
CAE ზოგადი ინგლისურის გამოცდა ადასტურებს, რომ თქვენი ინგლისური შეესაბამება პროფესიონალი საქმიანი პიროვნების ან უნივერსიტეტის სტუდენტის ცოდნის დონეს. 8,000 მეტი საგანმანათლებლო დაწესებულება მსოფლიო მასშტაბით აღიარებს მოცემულ კვალიფიკაციას.
კემბრიჯის ინგლისური: First (FCE)
FCE კვალიფიკაცია იდეალური მათთვის, ვისაც სურს საუნივერსიტეტო მოსამზადებელი კურსის გავლა ინგლისურენოვან ქვეყანაში.
კემბრიჯის ინგლისური: Business Higher (BEC Higher)
C1 Business Higher კვალიფიკაცია აჩვენებს დამსაქმებელს, რომ თქვენ მიაღწიეთ ბიზნეს ინგლისური ენის ცოდნის მაღალ დონეს. მოსამზადებელი კურსი კი დაგეხმარებათ ბიზნეს ინგლისურის უნარ-ჩვევების განვითარებაში.
კემბრიჯის ინგლისური: Business Vantage (BEC Vantage)
ეს კვალიფიკაცია უჩვენებს დამსაქმებელს, რომ თქვენ მზად ხართ წარმატებით იმუშაოთ საერთაშორისო ბიზნესის კუთხით. გამოცდა დაგეხმარებათ ახალი სამსახურის მოძებნაძი, სამსახურში დაწინაურებაში და ზოგადად კარიერულ წინსვლაში.
კემბრიჯის ინგლისური: Business Preliminary (BEC Preliminary)
BEC Preliminary კვალიფიკაცია უჩვენებს დამსაქმებელს, რომ თქვენ იცით ენა და შეგიძლიათ საქმიანი ურთიერთობის დროს პრაქტიკაში გამოიყენოთ თქვენი ცოდნა.
კემბრიჯის ინგლისური: Preliminary (PET)
PET კვალიფიკაცია აჩვენებს, რომ რომ თქვენ შეგიძლიათ ინგლისურად კომუნიკაცია ყოველდღიურ პრაქტიკულ სიტუაციებში.
კემბრიჯის ინგლისური: Key English Test
ეს კვალიფიკაცია ადასტურებს, რომ თქვენ ფლობთ ყოველდღიურ სიტუაციებში საჭირო ზოგადი ინგლისურის უნარ-ჩვევებს.
კემბრიჯის ინგლისური: Young Learners (Starters, Movers, Flyers)
Young Learners კვალიფიკაცია ეხმარება პატარებს ინგლისურის შესწავლაში. პროგრამა ეყრდნობა საფუძვლიან კვლევას ბავშვებში ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით. კურსი ხელს უწყობს მოზარდებში მოტივაციის გაზრდას და ხდის უფრო მეტად თვითდაჯერებულს.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით